გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის
გარეშე.
მოკლედ პრეპარატის შესახებ
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
სნუპი.
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური
დასახელება:
ქსილომეტაზოლინი
წამლის ფორმა:
ნაზალური დოზირებული სპრეი
შემადგენლობა
სპრეის 1 დოზა (90 მკლ) შეიცავს: ქსილომეტაზოლინის
ჰიდროქლორიდი - 45 მკგ ან 90 მკგ; ზღვის წყალი, კალიუმის
დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროებელ
ადგილობრივ საშუალებათა ჯგუფს ალფა-ადრენომიმეტური
აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის
სისხლძარღვების შევიწროებას, ხსნის ცხვირის ლორწოვანი
გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის ღრუს
გამტარობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას. პრეპარატის
მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან 5-10 წუთის შემდეგ და
გრძელდება 12 საათამდე.
გამოყენების ჩვენებები მწვავე რესპირატორული დაავადებები
რინიტის (სურდოს) ნიშნებით მწვავე ალერგიული რინიტი
პოლინოზი (სეზონური ალერგია) სინუსიტი, ევსტაქიიტი
(დანამატი ღრუების ანთება) შუა ყურის ანთება
(კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის
ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად) პაციენტის
მომზადება ცხვირის ნესტოებში დიაგნოსტიკური
მანიპულაციებისთვის.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ
დედისთვის და ბავშვისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და
რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, არ არის დაშვებული
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატ სნუპის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან
კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის შემადგენლობაში
შემავალი ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი
გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას,
მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის და ლორწოვანი გარსის
ცილინდრულ უჯრედებში ლორწოს გამომუშავების ნორმალიზების
გაუმჯობესების უნარის შედეგად. არ არის რეკომენდებული 7
დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გამოყენება. არ
უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება,
განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების
მართვის უნარზე დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში
ქსილომეტაზოლინი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე
და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.
შენახვის პირობები არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ფლაკონის
გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს 12 თვის
განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ
ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
მწარმოებელი ურსაფარმ არცნაიმიტელ გმბჰ, გერმანია
ინდუსტრიეშტრასე, 35 66129 საარბრუკენი ან ფამარ ხელფ ქეირ
სერვისეზ მადრიდ ს.ა.უ., ესპანეთი ლეგანესის გამზ., 62, ქ.
ალკორკონი, 28923 (პროვინცია მადრიდი) ან ჰემომონტ დ.ო.ო.,
ჩერნოგორია 81000, ქ. პოდგორიცა, ილიე პლამენცის ქ. ბბ мм
როგორ გამოვიყენოთ სნუპი?
სნუპი - ცხვირის დოზირებული სპრეი
სნუპი ნაზალური დოზირებული სპრეი 45 მკგ/დოზა
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ
ნესტოში დღეში 1-3-ჯერ. მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი
ასაკის ბავშვებში 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში
2-3-ჯერ. გამოყენების მაქსიმალური დღიური დოზირება: 3 ჯერ
დღეში.
სნუპი ნაზალური დოზირებული სპრეი
90 მკგ/დოზა
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1
შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ. დღეში 3-ჯერზე
მეტად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბავშვებში
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების
მეთვალყურეობის ქვეშ. ბოლო შესხურების ჩატარება
რეკომენდებულია უშუალოდ ძილის წინ. გამოყენებამდე ნესტოები
უნდა გამოსუფთავდეს.